პროდუქცია / ITERMASTIK
ITERMASTIK
ბიტუმური საჰერმეტიზაციო მასტიკა სტაბილიზებული ბიტუმის ბაზაზე, დეფორმაციული ნაკერების (მათ შორის ბუფერული ნაკერების) და ბზარების შესავსებად და დასაჰერმეტებლად. ეკვრება როგორც ასფალტის, ისე ბეტონის საფარს, ექსპლუატაციისას ინარჩუნებს მთლიანობასა და მოქნილობას და წყალს ბზარში არ უშვებს, რითაც საფარს შემდგომი დაზიანებისგან იცავს.
გამოყენება: გრძივი და განივი ბზარებისა და დეფორმაციული ნაკერების ჰერმეტიზაცია აეროპორტებში, ინტენსიური მოძრაობის გზებზე, პარკინგებზე, ქალაქის და ქალაქგარე გზებზე. თავსდება გაწმენდილ ბზარში ან ნაკერში ზედაპირის დონემდე; ხარჯი ბზარის სიგანეზე, სიღრმესა და სიგრძეზეა დამოკიდებული.
ძირითადი უპირატესობები:
- ერთი პროდუქტი დეფორმაციული ნაკერებისთვისაც და ბზარებისთვისაც
- ეკვრება ასფალტსაც და ბეტონსაც
- აჩერებს წყლის შეღწევას, ბზარების ზრდისა და ორმოების მთავარ მიზეზს
- იცავს დაბზარულ საფარს და უხანგრძლივებს ექსპლუატაციას
შეფუთვა: 25 კგ.