პროდუქცია / ITERLENE IN/400-L GREEN
ITERLENE IN/400-L GREEN

ITERLENE IN/400-L GREEN

მწარმოებელი
Iterchimica
კატეგორია
ადჰეზიური დანამატი

ახალი თაობის ამინური ბაზის ადჰეზიური დანამატი (ანტისტრიპინგ აგენტი) ბიტუმიანი ნარევებისთვის. არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ არომატულ ზეთებს. ქიმიურად აკავშირებს ბიტუმის ფენას ინერტული მასალის ზედაპირთან და ეწინააღმდეგება წყლის მოქმედებას, რომელიც საფარის დაშლისა და ორმოების მთავარი მიზეზია. ამასთან, აუმჯობესებს შემკვრელით ღორღის დასველებას და დაფარვას, რაც ნარევის დამუშავებას აადვილებს.

გამოყენება: ასფალტის ქარხანაში ბიტუმის საწონ სისტემაში შეჰყავთ დოზირების ტუმბოთი, ჩვეულებრივ ბიტუმის წონის 0.3-0.6%, ინერტული მასალის ბუნების მიხედვით. მუშაობს ჩვეულებრივ და პოლიმერმოდიფიცირებულ ბიტუმთან, მათ შორის ძლიერ მჟავე ღორღთან; ზამთარში ნარევის ტრანსპორტირებას და დატკეპნასაც აადვილებს.

ძირითადი უპირატესობები:

  • ბიტუმისა და ინერტული მასალის მტკიცე ადჰეზია ნებისმიერ პირობებში
  • ნაკლები წყლით გამოწვეული დაზიანება: ორმოები და ზედაპირის დაშლა
  • საგზაო საფარის ხანგრძლივი ექსპლუატაცია
  • ეფექტურია მჟავე ღორღთან და მოდიფიცირებულ ბიტუმთან
  • GREEN ფორმულა საშიში არომატული ზეთების გარეშე

შეფუთვა: 200 კგ კასრები.